“დრო მოვიდა, თამარ სანიკიძე მინისტრის სავარძელს დაემშვიდობოს“

 პროფესიული განათლების პროფკავშირების თავმჯდომარე დენის დავითაშვილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს. დავითაშვილმა აღნიშნული მოთხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ოფიციალური წერილი გაუგზავნა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მომავალ კვირას დაგეგმილია დავითაშვილის შეხვედრა პრემიერის კანცელარიაში. აღნიშნულის შესახებ დავითაშვილმა საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
„განათლების სისტემაში შექმილია უმძემესი ვითარება, რაშიც დიდი წვლილი სამინისტროს ხელმძღვანელობას მიუძღვის. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელობის უგუნური და არაკომპეტენტური მუშაობის შედეგად, პროფესიული განათლების სისტემა ფაქტობრივად მიწისქვეშ, მეათე სართულზე აღმოჩნდა. მოვიდა დრო, სანიკიძე და მისი პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი დაკავებულ თანამდებობებს დაემშვიდობონ. სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ 2 თვის წინ პრემიერ ღარიბაშვილსაც ვესაუბრე. მომავალ კვირას კანცელარიაში შეხვედრა მაქვს დანიშნული და იმედი მაქვს, პრემიერი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“, – აღნიშნა დავითაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში.
რაც შეეხება განათლების სისტებმაში არსებულ ჩავარდნას, დავითაშვილი სანიკიძეს ტყუილების თქმაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ლაპარაკის გარდა არაფერს აკეთებენ:
„ჩემს ღია წერილში, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილს გავუგზავნე, ჩამოყალიბებულია მიზეზები, რისთვისაც სანიკიძე მინისტრის სავარძელს უნდა დაემშვიდობოს. ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ მინისტრი მუდმივად იტყუება. 26 პროფესიული კოლეჯი, რომლის აღდგენასაც ის დაგვპირდა, არ აღდგენილა, 178 კოლეჯიდან დღეს მხოლოდ 18 შემორჩა“.
საუბრის დასასრული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები