ვიქტორ დოლიძე: როგორც პოლიტიკურ, ისე პრაქტიკულ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაწევრების თაობაზე საქართველოსთან დაკავშირებით გვინდა, მაქსიმალური მხარდაჭერა მოვიპოვოთ
“საქართველოს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე აქვს იმის საშუალება, რომ ნატოელ კოლეგებთან ერთად შეაჯამოს წელი და ამავე დროს დაგეგმოს მომავალი”, – ამის შესახებ ნატოში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისივე თქმით, მიზანია, საქართველომ მაქსიმალური მხარდაჭერა მოიპოვოს.
„მომავალ წელს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ღონისძიებები გვაქვს ჩასატარებელი, მათ შორის, ვაშინგტონის სამიტი. როგორც პოლიტიკურ, ისე პრაქტიკულ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაწევრების თაობაზე საქართველოსთან დაკავშირებით გვინდა, მაქსიმალური მხარდაჭერა მოვიპოვოთ“, – აღნიშნა დოლიძემ.