გიორგი ცაგარეიშვილი: ზოგჯერ ისე ჩანს ხოლმე, რომ ჩვენი პარტნიორები იმაზე მეტს აკეთებენ საქართველოსთვის, ვიდრე “ნაცმოძრაობა” ან რომელიმე ოპოზიციონერი პარლამენტში
“ზოგჯერ ისე ჩანს ხოლმე, რომ ჩვენი პარტნიორები – უნგრეთი და სხვა ქვეყნები, იმაზე მეტს აკეთებენ საქართველოსთვის, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობა” ან რომელიმე ოპოზიციონერი საქართველოს პარლამენტში”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული თვალშისაცემია.
“ეს არის მართლა სამარცხვინო მოვლენა, რომელიც თვალშისაცემია. დააკვირდით, ხშირად ამა თუ იმ ქვეყნის პოზიცია უფრო მკაფიოა, ხილული და მისაღებია საქართველოს მოქალაქეებისთვის, ვიდრე ხაბეიშვილის, მანჯგალაძის ან სამადაშვილის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ, ოპოზიციის ამ მკვახე და მყვირალა განცხადებების მიუხედავად, საქართველო-უნგრეთის ურთიერთობასა და ჩვენს ევროინტეგრაციას არავითარი საფრთხე არ ემუქრება,” – აღნიშნა გიორგი ცაგარეიშვილმა.