განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრები პეკინში, ეროვნული სახალხო კონგრესის ვიცესპიკერს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ჩინეთს სტუმრობს.

პარლამენტის ინფორმაციით, ვიზიტის პირველ დღეს, დელეგაციას ჩინეთის სახალხო კონგრესის ვიცე-სპიკერმა, თიე ნინგმა უმასპინძლა. შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა, განსაკუთრებით – მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის ზაფხულში ორი ქვეყნის ლიდერებმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს.

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითრების პოზიტიურ დინამიკასა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა საპარლამენტო დიპლომატიასა და ხალხთა შორის ურთიერთობებზე.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი, ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ტურძელაძე.

დელეგაციის შეხვედრას ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბესარიონ შარაშენიძე ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები