გიორგი აბაშიძე: ბათუმში დაბრუნება, ოჯახის შექმნა და რეპუტაციის აღდგენა მსურს

აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის ასლან აბაშიძის ვაჟი და ბათუმის ყოფილი მერი გიორგი აბაშიძე ოჯახის რეპუტაციის აღდგენასა და ბათუმში საცხოვრებლად დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ აბაშიძემ “რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. “მინდა ისევ უკან, ბათუმში დავბრუნდე, ჩემი და ჩემი გვარის სიმართლე დავიცვა, შევქმნა ოჯახი, მყავდეს ბავშვები და ასე შემდეგ“, – აღნიშნა აბაშიძემ. რაც შეეხება ასლან აბაშიძის გეგმებს და სურვილებს, გიორგი აბაშიძე აცხადებს, რომ მას შვილიშვილები სურს. „მამას სურს, რომ ჩამოვიდეს და საკუთარი ქვეყნის მიწა-წყალი ნახოს. თავად ასეთი სიტყვები არ უთქვამს, მაგრამ მე ამაში დარწმუნებული ვარ და კიდევ, 76 წლისაა და უნდა, რომ შვილიშვილები ჰყავდეს“, – აცხადებს გიორგი აბაშიძე.
ასლან აბაშიძის ვაჟი საქართველოში, კერძოდ ბათუმში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. გიორგი აბაშიძე სამართალდამცველებმა წუხელ დააკავეს და ნარკოლოგიურ შემოწმებაზე წაიყვანეს. მას ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება დაუდგინდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი აბაშიძეს 500 ლარიანი ჯარიმის გადახდა აქვს დაკისრებული.

ბათუმის ყოფილი მერი გიორგი აბაშიძე პატიმრობიდან დღეს ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები