შეუძლებელია საქართველოში პოლიტიკური გასაქანი ჰქონდეს პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც დაფუძნებულია ძალადობაზე, წამების სისტემის შექმნაზე, კორუფციაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პარტია, რომელიც 20 წელი საქართველოს უქმნიდა პრობლემებს, ახლა საკუთარ თავს უქმნის პრობლემებს.
„აქამდე, 20 წელი პრობლემას უქმნიდნენ [„ნაციონალური მოძრაობა“] საქართველოს და ახლა თავად შეუქმნეს საკუთარ თავს პრობლემა. ძალიან კარგია საბოლოო ჯამში, ეს პოლიტიკური დასასრულია. როდესაც შენს სამშობლოს ებრძვი, ბოლოს ასე დაამთავრებ. რაც უფრო მეტად დაიშლება და დაქუცმაცდება ეს [„ნაციონალური მოძრაობა“] ორგანიზაცია, მით უფრო კარგია, რადგან შეუძლებელია საქართველოში პოლიტიკური გასაქანი ჰქონდეს პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც დაფუძნებულია ძალადობაზე, წამების სისტემის შექმნაზე, კორუფციაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიის წევრები ტოვებენ. ზუგდიდში პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ 17-მა წევრმა გააკეთა, მათგან 14 ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.