ინტელექტუალური რესურსი და დონე აკლია ლევან ხაბეიშვილს, რათა ერთობა შეინარჩუნოს – გია ვოლსკი

„ძალიან ბევრი ხედავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სტილი იგივეა, უბრალოდ შეიძლება, ინტელექტუალური რესურსი და დონე აკლია ლევან ხაბეიშვილს, რათა ერთობა შეინარჩუნოს, მაგრამ ამის იქით არის უფრო სერიოზული პრობლემა, რასაც უნდა დავუფიქრდეთ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

„არ შეიძლება, ევროპისკენ მიმავალ ქვეყანას ოდესმე სათავეში ჰყავდეს პარტია, რომელმაც ყველანაირი ევროპული სტანდარტი გაარღვია და საგანგებოდ არის აღსანიშნავი ადამიანის უფლებების სფეროში ჩადენილი დანაშაულები, ის სისხლიანი ჭრილობები, რომელიც საქართველოს საზოგადოებას მიაყენა ამ პარტიამ. ბევრი მათგანი პარტიაშიც ელოდებოდა, რომ ახალი ლოზუნგი ექნებოდა, ახალი დამოკიდებულებები იქნებოდა, მაგრამ დარჩა იგივე.

კეზერაშვილი, რომელიც ფინანსური წყაროა, მერაბიშვილი და ისევ ის პლატფორმაა, რომელსაც ბევრი ცდილობდა, განრიდებოდა ან დისტანცირება მოეხდინა ამ სავალალო წარსულისაგან. არის კიდევ სხვა ფაქტორებიც განხეთქილება მარტო ამას არ გამოუწვევია. იქ არის პიროვნული დაპირისპირებები და სააკაშვილის ფაქტორიც, რომელიც აღარ არის აქტუალური. არც მისი მანიფესტია აქტუალური და არც ის ბოდვები, რაც ხშირად მისგან გვესმის. ბევრისთვის ეს მიუღებელია, რადგან უკეთესს ელოდებოდნენ. დესტაბილიზაციის სტრატეგიაზე აწყობილი პარტია აუცილებლად მივა იმ ზომაზე, რაზეც დღეს „ნაციონალური მოძრაობაა“ მისული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები