„ძირითადი „ექშენი“ კოალიციაში გველოდება“

ყოფილი დეპუტატი და „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენელი კობა ხაბაზი ქვეყნის დესტაბილიზაციისა და მოსალოდნელი შეთქმულებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დიდ ბოდვას უწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება მსგავსი განცხადებებით საკუთარი უნიათობის გადაფარვას ცდილობს. აღნიშნული განცხადება ხაბაზმა საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა. მისი თქმით: „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დესტაბილიზაციის მზადების მცდელობის დაბრალება ხელისუფლების მხრიდან მათი უნიათობის გადაფარვის მცდელობაა. ჩემთვის გაუგებარია, რა ამოძრავებთ მათ, ვინც მსგავს ზღაპრებს თხზავს? დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობა, რაც დაგვაბრალეს, ისეთივე მასშტაბური ტყუილია, როგორიც საბურავების თემა იყო. დღევანდელ სახელისუფლებო გუნდში დიდი დაპირისპირებებია და გარწმუნებთ, რომ ძირითადი „ექშენი“ შიგნით, კოალიციაში გველოდება.“
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა გაზეთ „ალისთან“ საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ქვეყანაში დესტაბილიზაციის მზადების შესახებ ისაუბრა. ჭიკაიძის განცხადებით, აღნიშნული დავალება ყოფილი მმართველი პარტიის წევრებს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში და თურქეთში გამართული თათბირებისას მისცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები