ამერიკულმა გამოცემა Politico-მ იმ ადამიანების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლებიც 2024 წლის მსოფლიო მოვლენებზე გავლენას მოახდენენ.
გასულ წელს გავლენიანი ადამიანების სათავეში უკრაინის ლიდერი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოხვდა.
“ეს კარგი არჩევანი იყო, იმის გათვალისწინებით, რომ 2023 წელს მან მოახერხა უკრაინის ევროკავშირისა და ნატოს კარებთან მიყვანა“.
წელს გამოცემა ასეთ ადამიანად პოლონეთის ოპოზიციის ლიდერ დონალდ ტუსკს ასახელებს, რომელიც მალე პოლონეთის მთავრობას უხელმძღვანელებს.
„არჩევნებში მისმა გამარჯვებამ, რომელიც მოპოვებულია “კანონისა და მართლმსაჯულების” სასოწარკვეთილი მცდელობის მიუხედავად, შეეცვალა თამაშის წესები სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედიისა და პოლონეთის ხაზინის გამოყენებით – აჩვენა, რომ არასრულყოფილ სისტემაშიც კი შესაძლებელია ბრძოლა ფესვგადგმული პოპულისტების წინააღმდეგ“, – ამბობენ რეიტინგის ავტორები.
ისინი აღნიშნავენ, რომ ტუსკის კოალიციის გამარჯვება იყო იმედის სხივი მთელი კონტინენტის ცენტრისტებისთვის, რომლებიც სასოწარკვეთით აკვირდებოდნენ პოპულისტური ძალების მოძრაობას ძალაუფლებისკენ.
გამოცემამ ასევე გამარჯვებულები სამ კატეგორიაში გამოავლინა: “მოღვაწეები”, “გამანადგურებლები”, “მეოცნებეები”.
“მოღვაწეთა” კატეგორიაში გამარჯვებულია იტალიის პრემიერმინისტრი – ჯორჯია მელონი. გამოცემაში აღინიშნა მისი სიმპათიები რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართ, რამაც არ შეუშალა მას ხელი, დაეგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში.
“მელონი ნამდვილი პოლიტიკური ქამელეონია, რომელიც რუსეთის მკაცრ კრიტიკოსად გადაიქცა. სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე, მან გააკრიტიკა პუტინის რუსეთის “მიუღებელი ფართომასშტაბიანი ომის აქტი უკრაინის წინააღმდეგ” და ამ წლის დასაწყისში კიევში სოლიდარობის ნიშნად ჩავიდა“, – ნათქვამია მასალაში.
“გამანადგურებელთა” კატეგორიაში გაიმარჯვა რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, ელვირა ნაბიულინამ, „მთავარი ტექნოკრატი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ომის მანქანას მუშაობის შესაძლებლობა აძლევს“.
“მეოცნებეთა” კატეგორიაში გამარჯვებულია უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
„დროდადრო ჩნდება ლიდერი, რომელიც ისტორიის კურსს მარტო ცვლის, არა თავისი არმიის სიძლიერით ან ეკონომიკის სიმძლავრით, არამედ საკუთარი სიტყვის ძალით. ასეთი ლიდერია უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი”, – ნათქვამია სტატიაში.
“მეოცნებეთა” კატეგორიის მეორე ადგილზე რუსი ოპოზიციონერი – ალექსეი ნავალნი მოხვდა.