ჰერმან საბო: პარტიიდან ნიკა მელიას გარიცხვის ფორმა ცოტა „ქრინჯი“ იყო
“პარტიიდან ნიკა მელიას გარიცხვის ფორმა ცოტა „ქრინჯი“ იყო, რაღაცნაირად უხერხულობის გრძნობა დამეუფლა, თუმცა „ნაცმოძრაობამ“ თავისი საქმე თავად იცის”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ “პირველ არხს” განუცხადა.
მისივე თქმით, “ნაცმოძრაობაში” მიმდინარე პროცესები ბავშვების ჩხუბის განცდას ტოვებს, რაც არც მელიას და არც პარტიის სერიოზულობას არ აჩენს.
„საბოლოოდ, ნიკა მელიამ ასეთი ფორმით გარიყვა მიიღო, რაც არც პარტიას და არც მას არ წაადგება. ლამაზი არაა, როცა პარტიის წევრის გარიცხვას ასე პირდაპირ ეთერში აანონსებ. ფორმა და ის, თუ როგორ დაიშალნენ, არ არის ნორმალური. ბავშვების ჩხუბის განცდას ტოვებს, რაც არც მელიას და არც პარტიის სერიოზულობას არ აჩენს“, – განაცხადა ჰერმან საბომ.
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, “ფორმულას” პირდაპირ ეთერში ხელი მოაწერა ფურცელზე, სადაც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის და განაცხადა, რომ მელია არ წარმოადგენს “ნაციონალურ მოძრაობას”.