გიორგი პატარაია: ძალიან სამარცხვინო და მდაბიო საქციელი იყო ლევან ხაბეიშვილის მხრიდან

“ძალიან სამარცხვინო და მდაბიო საქციელი იყო ლევან ხაბეიშვილის მხრიდან”, – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიორგი პატარაია პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ “ფორმულას” ეთერში არაოფიციალურ დოკუმენტზე ხელმოწერის ფაქტს.

გიორგი პატარაიას თქმით, წარმოუდგენელი ამბავია, იმ ადამიანმა, რომელიც გასტროლიორად იყო პარტიაში წარმოდგენილი, ადამიანები გარიცხოს.

“ჩემს მეხსიერებაში ანალოგი თუ მოიძებნება, ალბათ, ეს იყო საბჭოთა კავშირის დროს პოლიტიკური ბიუროს წარმომადგენლების კრიტიკისთვის ადამიანებს რომ პარტიიდან რიცხავდნენ და სასჯელებს უწესებდნენ. ცოტა წარმოუდგენელი ამბავია, იმ ადამიანმა, რომელიც გასტროლიორად იყო პარტიაში წარმოდგენილი, ადამიანები გარიცხოს. ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ამ პარტიის გამარჯვებისთვის, კეთილდღეობისა და წარმატებისთვის იბრძოდნენ,” – აღნიშნა გიორგი პატარაიამ.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, “ფორმულას” პირდაპირ ეთერში ხელი მოაწერა ფურცელზე, სადაც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის და განაცხადა, რომ მელია არ წარმოადგენს “ნაციონალურ მოძრაობას”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები