არჩილ თალაკვაძე: სტატუსის მიღების შემდეგ, ჩვენი ქვეყნისთვის საგზაო რუკა სწორედ ის გეგმა იქნება, რითაც ევროკავშირში მივალთ და ევროპული ოჯახის წევრები გავხდებით

“დეკემბერში სტატუსს ველოდებით, რითაც საქართველო მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის, რაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას გულისხმობს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გეგმის შესრულების შემდეგ, საქართველო გაწევრიანებაზე მწვანე შუქს მიიღებს.

„რამდენად „ფარსი“ იყო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფები, ბოლოს კარგად გამოჩნდა, როცა საქართველოს ევროკომისიამ მწვანე შუქი აუნთო სტატუსის მისაღებად. ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ წარმართული სამუშაო პროცესი შედეგიანი იყო და ჩვენმა ხელისუფლებამ საზოგადოებასთან და ევროკავშირთან ერთად შეძლო, ისტორიული გადაწყვეტილებისთვის ვიზა მიეღო. დეკემბერში სტატუსს ველოდებით, რითაც საქართველო მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის, რაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას გულისხმობს. გეგმის შესრულების შემდეგ, რა თქმა უნდა, საქართველო მწვანე შუქს მიიღებს გაწევრიანებაზე. სტატუსის მიღების შემდეგ, ჩვენი ქვეყნისთვის საგზაო რუკა სწორედ ის გეგმა იქნება, რითაც ევროკავშირში მივალთ და ევროპული ოჯახის წევრები გავხდებით“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები