გივი მიქანაძე – ოპოზიციაზე: ის განცხადებები, რომლებიც მათი მხრიდან კეთდება, ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა

“სრული მზაობაა და მოვუწოდებთ ჩვენს ოპონენტებს ოპოზიციიდან, რომ კონსტრუქციულად, აქტიურად, მაქსიმალურად ჩაერთონ იმ პროცესში, რომელიც ქვეყნისა და უპირველეს ყოვლისა საზოგადოების ინტერესებზეა ორიენტირებული”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გივი მიქანაძემ ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესზე საუბრისას განაცხადა.

თუმცა, მიქანაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული განცხადებები ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა.

„ინკლუზიურობა და ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. ჩვენ კარი, როგორც ყოველთვის, ღია გვაქვს და მზად ვართ მაქსიმალური კონსტრუქციულობისთვის. თუმცა, აქვე ვიტყვით, რომ ახლო წარსულის გამოცდილება, რომელიც რადიკალურმა ფრთამ წარმოაჩინა თავისი დესტრუქციული ქმედებებით და ის განცხადებები, რომელიც მათი მხრიდან კეთდება, არანაირი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა“, – აღნიშნა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები