მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიცია თუ გამონახავს საკუთარ თავში ძალას, რომ გადადგეს კონსტრუქციულობის რელსებზე, ბევრი რამ შესაძლოა, მათთვის სასიკეთოდ შემობრუნდეს

„ყველაფერს გააკეთებს ხელისუფლება საიმისოდ, რომ პროცესი იყოს ინკლუზიური”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ევროკომისიის დათქმების შესრულებასთან დაკავშირებით “ქრონიკასთან” განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია თუ გამონახავს საკუთარ თავში ძალას, რომ აღიაროს წინა წელს დაშვებული შეცდომა და გადადგეს კონსტრუქციულობის რელსებზე, ბევრი რამ შესაძლოა, მათთვის სასიკეთოდ შემობრუნდეს.

„ყველაფერს გააკეთებს ხელისუფლება საიმისოდ, რომ პროცესი იყოს ინკლუზიური, არსებობდეს ამის შესაძლებლობა, განხორციელდეს ქვეყნისთვის აუცილებელი ეს რეფორმები. ოპოზიცია თუ გამონახავს საკუთარ თავში ძალას, რომ აღიაროს წინა წელს დაშვებული შეცდომა და გადადგეს კონსტრუქციულობის რელსებზე, ბევრი რამ შესაძლოა მათთვის სასიკეთოდ შემობრუნდეს. თუ ეს ასე არ იქნება, ქვეყანაში რეფორმები მაინც განხორციელდება“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები