“ფაქტი, რომ იყო შეკვეთა ბადრი პატარკაციშვილიც მოცილების, ანუ ტერორისტული აქტის, დაადასტურა თავისი ჩვენებაში კრიმინალურმა ავტორიტეტმა მამარდაშვილმა” – ხაინდრავა
ის ფაქტი, რომ იყო შეკვეთა ბადრი პატარკაციშვილიც მოცილების, ანუ ტერორისტული აქტის, დაადასტურა თავისი ჩვენებაში კრიმინალურმა ავტორიტეტმა მამარდაშვილმა, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
„ეს მამარდაშვილი ელაპარაკება ცნობილ „მასტერას“ [გია დგებუაძე], სადაც „მასტერა“ ეუბნება, რომ ჩვენ პატარკაციშვილი უნდა მოვიცილოთო. გარდა ამისა, ჩეჩენი საველე მეთაური [უვაის ახმედოვი] პირდაპირ აცხადებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებმა შემიკვეთეს პატარკაციშვილის მკვლელობა და მითხრეს, ეს ისე უნდა განხორციელდეს, რომ ყველაფერი რუსეთს დაბრალდესო“, – განაცხადა ხაინდრავამ.
როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ 7 ნოემბრის მერე დამთავრებული იყო როგორც საზოგადოებისთვის, ისე – მთელი მსოფლიოსთვის, რადგან ნათელი გახდა, რომ ისინი არიან ნაცისტები.