ირაკლი ჩიქოვანი: პრემიერს ჰქონდა სატელეფონო საუბრები სხვადასხვა ლიდერთან; გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ 15 დეკემბერს გადაწყვეტილება დადებითი იქნება
არ გვაქვს მოლოდინი, რომ 15 დეკემბერს რომელიმე სახელმწიფოს მხრიდან რაიმე განსხვავებული პოზიცია იქნება დაფიქსირებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა “ქრონიკას” განუცხადა.
ჩიქოვანს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება იქნება დადებითი.
“პრემიერმინისტრს ჰქონდა სატელეფონო საუბრები სხვადასხვა ლიდერთან, ეს საუბრები მომავალშიც გაგრძელდება და გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ 15 დეკემბერს გადაწყვეტილება დადებითი იქნება.
ევროპული საბჭო იღებს გადაწყვეტილებას იმ დასკვნებზე დაყრდნობით, რომელიც უკვე აქვს გაკეთებული ევროკომისიას. ამ კომისიის დასკვნაში ბევრი რამ დეტალურადაა განხილული – რა საკითხები გაკეთდა, რა არის გასაკეთებელი და ასევე ის დინამიკა, რაც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.