ოპოზიცია კვლავ არ არის განწყობილი საამისოდ, რომ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით კონსტრუქციული როლი ითამაშოს – მიხეილ სარჯველაძე

“სრულფასოვნად უნდა იმუშაოს განსაკუთრებით ამ 9 მიმართულებით დემოკრატიამ საქართველოში, მათ შორის საგნობრივმა დისკუსიებმა ცხრავე საკითხთან დაკავშირებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„თუმცა როგორც ჩანს, ოპოზიცია კვლავ არ არის განწყობილი საამისოდ, რომ კონსტრუქციული როლი ითამაშოს, თუნდაც უმწვავესი კრიტიკით, ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით. მათთვის ახლა კვლავ მნიშვნელოვანია, რომ ხელი შეეშალოს პროცესების წარმატებულად დასრულებას და სურთ ეს მთავრობის წარმატებად არ იყოს აღქმული“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები