“ნაციონალური მოძრაობა“ დიდი სირთულეების წინაშე დგას, მგონია, პარტიაში აღარანაირი რესურსი აღარ დარჩა, რომ უფსკრულისკენ მიმავალ გზაზე ეს ვარდნა ვინმემ დაამუხრუჭოს – მიხეილ სარჯველაძე
„ნაციონალური მოძრაობა“ დიდი სირთულეების წინაშე დგას, მგონია, პარტიაში აღარანაირი რესურსი აღარ დარჩა, რომ უფსკრულისკენ მიმავალ გზაზე ეს ვარდნა ვინმემ დაამუხრუჭოს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„ფაქტია, მათივე შეცდომების წყალობით, ეს დაპირისპირება იქამდე მივიდა, რომ, პრაქტიკულად, შეუძლებელია – როგორ კეთილგანწყობილიც არ უნდა გახდნენ ერთმანეთის მიმართ, რაც, რა თქმა უნდა, საზოგადოების თვალში გააჩენს ახალ კითხვის ნიშნებს – პრაქტიკულად, შეუძლებელია, რაღაც სერიოზული წინსვლა ჰქონდეთ.
არ მგონია, რომ ეს მანიფესტი ერთობის ფუნქციას შეასრულებს. ეს იყო მცდელობა, რაღაც პრობლემისთვის წერტილი დაესვათ. არ მგონია, ეს ყოფილიყო ჩანაფიქრი, რომ ჰქონოდა გამაერთიანებელი ფუნქცია, ცდილობდნენ პრობლემის გადაჭრას და სუფთა ფურცლიდან დაწყებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველას კარგად ესმის, რომ ასეთ პირობებში სუფთა ფურცლიდან დაწყება შეუძლებელია“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.