„ყველგან აცეცებენ ხელებს, რომ როგორმე, სადმე ხავსი ნახონ და მოეჭიდონ“ – ალუდა ღუდუშაური ოპოზიციაზე
“რა უნდა შეიკრიბოს, ან სად უნდა შეიკრიბონ ეს ადამიანები?! ხედავთ, რომ ახლა ეს ადამიანები სააკაშვილთან უნისონში არიან. ესენი არიან კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ოპოზიციაზე საუბრისას „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ბნელ ოთახში ხელებს რომ იქნევ, დაახლოებით ამ მდგომარეობაშია ახლა „ლელო“. ყველგან აცეცებენ ხელებს, რომ როგორმე, სადმე ხავსი ნახონ და მოეჭიდონ – ბარიერი როგორმე დაძლიონ. სულ უფრო და უფრო გააქტიურდება ისეთი ანომალიური განცხადებები, რომელსაც ახლა ჩვენ და საზოგადოება ვისმენთ. რა უნდა შეიკრიბოს, ან სად უნდა შეიკრიბონ ეს ადამიანები?! ხედავთ, რომ ახლა ეს ადამიანები სააკაშვილთან უნისონში არიან. ესენი არიან კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც რეალურად ქართველი ხალხის ინტერესს უპირისპირდება“, – განაცხადა ღუდუშაურმა.
„ლელომ“ პარლამენტს რეზოლუციის პროექტი – „საქართველოს დაცვის აქტი“ წარუდგინა. აღნიშნული რეზოლუციის პროექტი ცხრა პუნქტისაგან შედგება, რაც, „ლელოს“ განმარტებით, დაუყოვნებლივ შესასრულებელია, რათა საქართველო რუსეთისა და მისგან მომდინარე საფრთხეებისგან იყოს დაცული.