“იმაზე მეტი რა უნდა დაემართოს პარტიას, როდესაც ისეთი ფორმალური თავმჯდომარე ჰყავს, როგორიც არის ხაბეიშვილი და მიკედლებული, კომიკოსი ვაშაძე” – ალუდა ღუდუშაური
„იმაზე მეტი რა უნდა დაემართოს პარტიას, როდესაც ისეთი ფორმალური თავმჯდომარე ჰყავს, როგორიც არის ხაბეიშვილი და მიკედლებული, კომიკოსი ვაშაძე“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ბოლო ჟამი აქვს მისი პოლიტიკური ცხოვრებისთვის. ფაქტია, მომავალი არ აქვს. იმაზე მეტი რა უნდა დაემართოს პარტიას, როდესაც ისეთი ფორმალური თავმჯდომარე ჰყავს, როგორიც არის ხაბეიშვილი და მიკედლებული, კომიკოსი ვაშაძე. ის იაფფასიანი პოპულიზმით დაკავებული პოლიტიკური პერსონაჟია. ვაშაძე კონკურენციაშია შესული ხაბეიშვილთან და გუშინ რაც იხილა ქართულმა საზოგადოებამ, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პოლიტიკური ქელეხი“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.