„ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“ არიან ერთი და იგივე, მათ ცალ-ცალკე განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს” – ირაკლი კობახიძე

“ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“ არიან ერთი და იგივე. ისინი არიან ალიანსში და ეს ყველა ფეხის ნაბიჯზე დაადასტურეს. მათ ცალ-ცალკე განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, Play ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
„ერთი პოლიტიკური ძალა არის კოლექტიური ნაცმოძრაობა, რომელშიც შედის „ნაციონალური მოძრაობა“, ლელო“, „გირჩი“, გახარია და ა.შ. მათ ერთი ფესვი აქვთ და ამიტომ მათი ერთიანობა არავის უკვირს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
„ლელომ“ პარლამენტს რეზოლუციის პროექტი – „საქართველოს დაცვის აქტი“ წარუდგინა. აღნიშნული რეზოლუციის პროექტი ცხრა პუნქტისაგან შედგება, რაც „ლელოს“ განმარტებით, დაუყოვნებლივ შესასრულებელია იმისთვის, რათა საქართველო რუსეთისა და მისგან მომდინარე საფრთხეებისგან იყოს დაცული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები