„ქართული ოცნების“ ლიდერები დახურულ ფორმატში ოპოზიციას ხვდებიან
„ქართული ოცნების“ ლიდერები, პარლამენტის თავმჯდომარის სამუშაო კაბინეტში, დახურულ ფორმატში ოპოზიციას ხვდებიან.
როგორც ცნობილია, შეხვედრის თემაა პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული პროექტი, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობებით ხმის მიცემას შესაძლებელს ხდის.
მმართველი გუნდიდან შეხვედრაში მონაწილეობენ: შალვა პაპუაშვილი, ირაკლი კობახიძე, გივი მიქანაძე და მამუკა მდინარაძე.
ოპოზიციიდან იმყოფებიან: ხათუნა სამნიძე, მიხეილ დაუშვილი, თინა ბოკუჩავა, მიხეილ დაუშვილი, იაგო ხვიჩია, ნატო ჩხეიძე.
შეხვედრაში არ მონაწილეობს თავად საკითხის ინიციატორი ფრიდონ ინჯია.