„ნაცმოძრაობის“ მიერ წარმოდგენილი მანიფესტით კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ არანაირი პერსპექტივა არ არსებობს, პარტიაში რაიმე ძალთა კონსოლიდაცია მოხდეს – გივი მიქანაძე

„ნაცმოძრაობის“ მიერ წარმოდგენილი მანიფესტით კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ არანაირი პერსპექტივა არ არსებობს, პარტიაში რაიმე ძალთა კონსოლიდაცია მოხდეს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„ნაცმოძრაობის“ მიერ წარმოდგენილი მანიფესტი, თავისი შინაარსით, კიდევ ერთხელ ასახავს იმას, რომ ძალიან შორს არის არსებული რეალობებიდან. ეს არის წარსული ხელისუფლების ძველი სახეების მიერ ისევ თავის პოლიტიკაზე ორიენტირებული განაცხადი, რომელსაც, წესით, მობილიზება და კონსოლიდირება უნდა გაეკეთებინა „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, მაგრამ დავინახეთ, რომ ახალი დაპირისპირების, განხეთქილების კიდევ ერთი მიმართულება გახდა. კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ამ პარტიაში არანაირი პერსპექტივა არ არსებობს, რაიმე ძალთა კონსოლიდაცია მოხდეს.

ამ პარტიის მიზნები მთლიანად აცდენილია ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან, საზოგადოების მისწრაფებებთან. ერთმანეთის წინააღმდეგ მოქმედებენ და ერთმანეთთან დაპირისპირებული არიან, რათა მაქსიმალურად გადაინაწილონ შიდაპარტიული შესაძლებლობები, კეზერაშვილის ფრთის ქვეშ მოიპოვონ ადგილი, ასევე შიდაპარტიული თანამდებობები მოიპოვონ. აქედან გამომდინარე, საზოგადოების მხრიდან დღითიდღე იკლებს მათი მხარდაჭერა, რაც ეს აისახება მათ შორის მათი პარტიული ტელევიზიების მიერ დაკვეთილ კვლევებში. „ნაციონალური მოძრაობა“ განიცდის დეგრადაციას, ეს არის უფსკრულისკენ მიმავალი პოლიტიკური სუბიექტი, რომლის ნარჩენებიც ერთმანეთთან დაპირისპირებით საბოლოოდ დაშლიან ამ პოლიტიკურ სუბიექტს.

საზოგადოება ჯანსაღად უყურებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და აბსოლუტურად სწორ დასკვნებს აკეთებს, რაც ამ პოლიტიკური პარტიის საქმიანობასთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, ერთმანეთის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიყოლებით თერთმეტი არჩევნები წმინდად წააგო „ქართულ ოცნებასთან“ და 2024 წლის არჩევნებზე ამომრჩეველი საბოლოო განაჩენს გამოუტანს ამ პოლიტიკურ სუბიექტს. შესაძლოა, მათ ხუთპროცენტიანი ბარიერიც ვერ გადალახონ“, – განაცხადა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები