ბექა ოდიშარია – ოპოზიციაზე: გეუბნებიან ევროპელი პარტნიორები, რომ უნდა იყოს ჩართულობა – ესენი აბსოლუტურად პირიქით იქცევიან

“ქართული ოცნება“ ეუბნება, რომ „კარი ღიაა, მობრძანდით მაგიდასთან და გავმართოთ დისკუსია“ – ისინი ბოიკოტირებენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ ხელისუფლების ოპონენტებზე საუბრისას განაცხადა.

„გეუბნებიან ევროპელი პარტნიორები, აბა, ყურს ხომ არ აუწევენ?! გეუბნებიან, რომ უნდა იყოს ჩართულობა. ესენი აბსოლუტურად პირიქით იქცევიან.

„ქართული ოცნება“ ეუბნება, რომ „კარი ღიაა, მობრძანდით მაგიდასთან და გავმართოთ დისკუსია“ – ისინი ბოიკოტირებენ. აბა, მითხარით ახლა, ვის სურს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ვინ ავნებს მას?“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები