მარიამ ლაშხი და გრეტა წიწავა, ფინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინეთის განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის წევრები – მარიამ ლაშხი და გრეტა წიწავა, ფინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინეთის განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ფინეთის განათლების სისტემაში ჩატარებულ რეფორმებზე, ასევე, სკოლამდელი და პროფესიული განათლების წარმატებული ფინური მოდელიდან თუ რა შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს და დაინერგოს ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში.
ვიზიტის ფარგლებში, დეპუტატები ასევე ესტუმრნენ ერთ-ერთ სკოლას და პროფესიული განათლების ცენტრ “ომნიას”.