“ევროკავშირმა საქართველო თავის შემადგენლობაში შესაძლოა, აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშე მიიღოს” – პიტერ სტანო
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსპიკერი პიტერ სტანო არ გამორიცხავს, რომ ბლოკის შემადგენლობაში საქართველოს და მოლდოვის მიღება ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ასევე, დნესტრისპირეთის გარეშე მოხდეს.
ამის შესახებ მან რუსულ “იზვესტიას” უთხრა.
მისი თქმით, პოსტსაბჭოთა ქვეყნები კონფლიქტების მძევალი ვერ იქნება.
“საქართველოსა და მოლდოვას ევროპული მომავალი კონფლიქტების მძევალი ვერ იქნება. ეს დადასტურდა ევროკავშირის უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოსა და მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერას“, – განაცხადა სტანომ.