„ეს იქნება ხელოვნური დეკლარირება, რომ გაერთიანდნენ“- ბექა ოდიშარია ოპოზიციის გაერთიანების ინიციატივაზე

“ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივას ოპოზიციური პარტიების გაერთიანების შესახებ მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ.

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, მცირე ოპოზიციური პარტიების ხელოვნური გაერთიანება შედეგს ვერ გამოიღებს.

“უპერსპექტივო მოწოდებაა, რადგან თავად განაცხადეს, როგორც გახარიას პარტიამ, რომ მათ აქვთ ანტაგონიზმი და ურთიერთშეუთავსებლობა. ეს იქნება ხელოვნური დეკლარირება იმისა, რომ გაერთიანდნენ, მაგრამ რა შინაარსით, რა იდეოლოგიის ირგვლივ, საზოგადოებისთვის თავდაპირველად გაუგებარი იქნება, ხოლო არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანვე იქნება აბსოლუტურად ცხადი და გასაგები”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები