„ყველამ კარგად იცის, რომ ამ პოლიტიკური პარტიის დაშლა გადაწყვეტილია“ – მიხეილ სარჯველაძე “ნაცმოძრაობაზე“

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა გარდაუვალია.

“ყველამ კარგად იცის, რომ ამ პოლიტიკური პარტიის დაშლა გადაწყვეტილია. არა მგონია, ამ მანიფესტს ჰქონდეს რესურსი, რომ გადაარჩინოს ეს პოლიტიკური პარტია”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, გუშინ ‘ნაციონალურმა მოძრაობამ “ვარდების რევოლუციის” 20 წლისთავისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე საზოგადოებას ერთობის მანიფესტი გააცნეს. აღნიშნულს ნიკა მელია და მისი თანამოაზრეები არ ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები