პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მოწვევით, ბაქოში გაემგზავრა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური 24 ნოემბერს ქალაქ ბაქოში SPECA-ს („გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის”) ეკონომიკურ ფორუმს საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება.
ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ, მთავრობის მეთაურთა სამიტზე საქართველოს პრემიერმინისტრი სიტყვით გამოვა. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე შეხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს.
SPECA-ს დაარსებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ფორუმი წელს აზერბაიჯანის თავმჯდომარეობით იმართება.