არჩილ თალაკვაძე: ორი ადამიანი არ მოიძებნება დღეს ოპოზიციაში, რომელიც ერთმანეთს ენდობა და ერთმანეთს ლიდერად აღიარებს
არავის უნდა, რომ მეორე იყოს ლიდერი – სალომე ზურაბიშვილს კრიტიკული გამოსვლების შემდეგ თან აქებდნენ, თან აკრიტიკებდნენ. ერთ დღესაც არ აცდიდნენ, რომ მას თავისი კრიტიკული პოზიციებით რაიმე დივიდენდები მიეღო ოპოზიციურ ელექტორატში, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ორი ადამიანი არ მოიძებნება დღეს ოპოზიციაში, რომელიც ერთმანეთს ენდობა და ერთმანეთს ლიდერად აღიარებს. ამიტომაც აგებენ არჩევნებს. ჩვენ, ხელისუფლებას კი, სრულიად განსხვავებული გუნდი გვყავს – ყველას აქვს თავისი ლიდერობა, ფუნქციები, მისია. გუნდი არის კარგად შეთამაშებული და ერთ მუშტად შეკრული“, – აღნიშნა თალაკვაძემ.