ბექა ოდიშარია – ხაზარაძის განცხადებაზე: შუა შეიკრიბებიან, თუ გაღმა-გაღმა ვინც დადიან წრეზე ისინი, მე არ ვიცი, მაგრამ ვინ უნდა შეიკრიბონ?
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა: „შუა უნდა შეიკრიბოს“.
“შუა შეიკრიბებიან, თუ გაღმა-გაღმა ვინც დადიან, წრეზე ისინი შეიკრიბებიან, მე არ ვიცი, მაგრამ ვინ უნდა შეიკრიბონ? “ლელოს” და გახარიას დეკლარირებულად ერთმანეთი სძულთ… ნულს პლუს ნული არის ნული, მაგრამ პარტიულ შემთხვევაში არის პარადოქსული არითმეტიკა, რომ 1-ს პლუს 1% და პლუს კიდევ 1% არის ერთი პროცენტი. “სტრატეგია აღმაშენებელი” რომ მიხვდა, 1-პროცენტიანი არის, ხომ ხედავთ, გაუერთიანდა “ნაციონალურ მოძრაობას”, – აღნიშნა ოდიშარიამ.