„როცა ასეთი ინიციატივები დგება, საკუთარი თავისთვის დივიდენდების მოპოვების მცდელობა და საკუთარი პოზიციების დემონსტრირება მეტია, ვიდრე ნამდვილი გულშემატკივრობა“ – სარჯველაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

„მეჩვენება, რომ ხშირ შემთხვევაში, როდესაც ასეთი ინიციატივები დგება, საკუთარი თავისთვის დივიდენდების მოპოვების მცდელობა და საკუთარი პოზიციების დემონსტრირება უფრო მეტია, ვიდრე ნამდვილი გულშემატკივრობა, რომ რეალურად მოხდეს იმ შედეგის მიღწევა, რასაც დამნაშავე პირთა დასჯა ჰქვია“, – ეს განცხადება უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტართა რეზოლუციაზე დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.

„ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დამნაშავე პირებმა პასუხი აგონ, ოღონდ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ასეთ შემთხვევებში ზედმიწევნით რაციონალურობა და სიფრთხილე გვმართებს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, ოღონდ გაკეთდეს ისე, რომ კონტრპროდუქტიული არ აღმოჩნდეს – ასეთია ჩვენი დამოკიდებულება. ვინც ამას იზიარებს და ეთანხმება, მივესალმები“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ევროპარლამენტმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას, რომელსაც რამდენიმე თანაავტორი ჰყავს, ევროპარლამენტის 495-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები