ირაკლი კუპრაძე: მთავარია, რომ “ქართული ოცნების” და ენმ-ის გარდა კიდევ იყოს ალტერნატივა და “ლელო” სწორედ ასეთ ალტერნატივად მიიჩნევს თავს
“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, მთავარია, რომ ქვეყანაში “ქართული ოცნების” და ენმ-ის გარდა კიდევ იყოს ალტერნატივა, “ლელო” კი სწორედ ასეთ ალტერნატივად მიიჩნევს თავს.
“შუა უნდა გაიკრიფოს, შემდეგ შუა უნდა შეიკრიბოს. ამ ბუღალტერიაში არ შევდივარ მაგრამ ფაქტია, რომ ალტერნატივა უნდა გაჩნდეს. შუა უნდა შეიკრიბოსო, როდესაც ვამბობთ, ტოტალური გაერთიანება არ იგულისხმება, მათი პოლიტიკურ ველზე უფრო აქტიურად ყოფნა. მთავარია, რომ “ქართული ოცნების” და ენმ-ის გარდა კიდევ იყოს ალტერნატივა და “ლელო” სწორედ ასეთ ალტერნატივად მიიჩნევს თავს,” – აცხადებს კუპრაძე.