თინა ბოკუჩავა: ეროვნულ ინტერესებს საქართველოში იცავს ოპოზიცია და ქვეყნის გარეთ საქართველოს მეგობრები

საქართველოს ეროვნულ ინტერესებს იცავს საქართველოში ოპოზიცია და ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს მეგობრები, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

“სწორედ ამ სულისკვეთებით, ოპოზიციამ პარლამენტში სრული ოპოზიციური მხარდაჭერით და კონსენსუსით დაარეგისტრირა რეზოლუცია, რომელიც მოითხოვდა თამაზ გინტურის მკვლელების “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში” შეყვანას და შემდეგ ყველა საერთაშორისო ასპარეზის გამოყენებას იმისთვის, რომ დამნაშავეებზე დაწესებული იყოს სანქციები. ეს იყო სწორედ ოპოზიციის მოთხოვნა და ესაა დღეს ევროპარლამენტის მოთხოვნა, რაც კვლავ ადასტურებს, რომ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს დღეს იცავს საქართველოს პარლამენტში ოპოზიცია და ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს მეგობრები, მათ შორის ევროპაში, კერძოდ ევროპარლამენტში მაშინ, როცა გვყავს ხელისუფლება რომელიც ღიად პრორუსულ, კოლაბორაციონისტულ პოლიტიკას ატარებს და არ იცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
ევროპარლამენტმა ევროპის საბჭოს, როგორც აღმასრულებელ ორგანოს მიმართა, რომ დაწესდეს სანქციები კონკრეტულ პირებზე, დამნაშავეებზე, მკვლელებზე, მათ შორის, თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე პირებზე”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ინფორმაციისთვის, ევროპარლამენტმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია დაამტკიცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები