პრეზიდენტი – გინტურის მკვლელობის შესახებ რეზოლუციაზე: ევროპამ საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ აჩვენა ურყევი მხარდაჭერა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ ევროპარლამენტის მხრიდან რეზოლუციის მიღებას გამოეხმაურა.

“ევროპამ საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ აჩვენა ურყევი მხარდაჭერა.

მადლობელნი ვართ ევროპარლამენტის თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით მიღებული გადამწყვეტი რეზოლუციისთვის, რომელიც ხაზს უსვამს საერთაშორისო საზოგადოების როლს იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომელთა წინაშეც რუსეთის მუდმივი ოკუპაციის გამო საქართველოს მოქალაქეები დგანან”,- განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები