„პრეზიდენტის მხრიდან გაეროში გამგზავრება იყო დაჟინებული მოთხოვნა“
პრეზიდენტის მხრიდან გაეროში გამგზავრება იყო დაჟინებული მოთხოვნა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ აბაშიძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ამ თემაზე საუბარი ამდენი ხანი არ უნდა გაგრძელებულიყო და საზოგადოებამდე არ უნდა მისულიყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შტოებს შორის ურთიერთობებში არის პრობლემა.
„პრეზიდენტის მხრიდან ეს იყო დაჟინებული მოთხოვნა, რომ ის გეგმავდა ვიზიტს, მაშინ როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრო როგორც მთავარი სახელმწიფო დაწესებულება, არ იყო ამ ფორმატში ჩართული. მე ვფიქრობ, რომ ამდენი ხანი არ უნდა გაგრძელებულიყო ამაზე საუბარი და არც უნდა მისულიყო აქამდე, რომ საზოგადოება ასე მაქსიმალურად ყოფილიყო ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, რომ შტოებს შორის ურთიერთობებში არის პრობლემა“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.