ისრაელის ჟურნალისტთა პროფკავშირი მოუწოდებს პოლიციას – დაიცვას ჟურნალისტები, რომლებიც რეპორტაჟებს არაბულ ენაზე აკეთებენ
ისრაელის ჟურნალისტთა კავშირმა მოუწოდა პოლიციას – დაიცვას კორესპონდენტები, რომლებიც მოვლენებს არაბულ ენაზე აშუქებენ.
ამის შესახებ Times of Israel-ი წერს.
ისრაელის პოლიციის გენერალურ ინსპექტორ კობი შაბტაისთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ბოლო დროს ჟურნალისტების შევიწროების და თავდასხმების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.
„არ არის აუცილებელი, აღვნიშნოთ, რომ ყველა ჟურნალისტი, რომელიც არაბულ ენაზე აშუქებს მოვლენებს, მტერი არ არის“, – ნათქვამია წერილში.
მათი თქმით, ისრაელის ბევრ გამოცემას და სახელმწიფო მაუწყებელს არაბული პლატფორმები აქვთ.
„ყველა ჟურნალისტს, რომელიც ნებისმიერ ენაზე წერს, აქვს დაცვის სრული უფლება და უფლება – თავისი სამუშაო უსაფრთხოდ განახორციელოს, განსაკუთრებით ომის დროს“, – ნათქვამია წერილში.