“ის უკვე გარკვეული პერიოდია, იქ არის, მაგრამ იმედი გვაქვს” – ისრაელის პრეზიდენტის შვილი ღაზაში იბრძვის

ისრაელის პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის მეუღლემ, მიხალმა განაცხადა, რომ მათი ერთ-ერთი ვაჟი ღაზას სექტორში იბრძვის.

ამის შესახებ MigNews იტყობინება.

„ჩვენი ერთ-ერთი ვაჟი მობილიზებულია და ღაზაშია. არ მიყვარს ჩვენს პირად საქმეებზე საუბარი. ის იქ არის უკვე გარკვეული პერიოდია, მაგრამ იმედი გვაქვს“, – განაცხადა მიხალ ჰერცოგმა.

პრეზიდენტის მეუღლემ დასძინა, რომ ისრაელში ქალებისთვის „სიტუაცია მარტივი არ არის, ძალიან რთულია”.

„ჩვენ ყველა ერთნაირ რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით, მაგრამ ასევე –  მომავლის იმედით. ჩვენ ყველას გულში ჯარისკაცები გვყავს და ბევრ დედას დიდი სანერვიულო აქვს“, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები