„მერიაში წერა-კითხვის უცოდინარები დაასაქმეს”

“მერიაში ნეპოტიზმი მძვინვარებს და ადამიანები კლანური პრინციპებით ინიშნებიან”, – ამის შესახებ თბილისის მერის მოვალეობის ყოფილმა შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში განაცხადა.
უგრეხელიძემ თბილისის მერიის ახალი ხელმძღვანელობა უცოდინარობის წახალისებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მერიაში წერა-კითხვის უცოდინარებს ასაქმებენ. „მერიიდან პროფესიონალებს იმ არგუმენტით ათავისუფლებენ, რომ თითქოს ისინი პოლიტიკურად ანგაჟირებულები არიან. სამაგიეროდ კი წერა-კითხვის უცოდინარებით გაავსეს იქაურობა. მერიიდან უშვებენ ადამიანებს, რომელთა “დანაშაული” მხოლოდ ის არის, რომ თავიანთი შრომითი საქმიანობა მერიაში გუგი უგულავას დროს დაიწყეს. ის კი არ ესმით, რომ შეუძლებელია მერიაში დასამებული ყველა ადამიანი “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ან მხარდამჭერი იყოს. მათ ადგილებს კი იმიტომ ათავისუფლებენ, რომ თავიანთი ხალხი კლანური ნიშნით დაასაქმონ”, – განაცხადა სევდია უგრეხელიძემ “კვირას” პრესკლუბში.
რაც შეეხება კონკრეტულ მაგალითებს, უგრეხელიძემ ნეპოტიზმის დამადასტურებლად კახი კალაძის ცოლის ძმა დაასახელა:
“მაგალითად, დედაქალაქის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ხაბეიშვილის ადგილზე კახი კალაძის ცოლის ძმა, 23 წლის ახალგაზრდა დაინიშნა. როგორც ამბობენ, მისი ბიოგრაფია მხოლოთ სახელი და გვარია.” რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის სიდედრს, რომელიც გიგი უგულავას მერობის დროს ასევე მერიაში იყო დასაქმებული და სამსახურში არც კი დადიოდა, უგრეხელიძემ აღნიშნა, რომ მას თანამდებობა არ ეკავა: “როგორც გავიგე, ის რიგით თანამშრომლად მუშაობდა, რასაც კანონი არ კრძალავს”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები