“მარგველაშვილის ფასი დღევანდელ ხელისუფლებას არც პარლამენტში ჰყავს და არც მთავრობაში'”

ბიძინა ივანიშვილის განცხადებას პრეზიდენტ მარგველაშვილთან დაკავშირებით ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში სევდია უგრეხელიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, მარგველაშვილის ფასი და შესადარებელი დღევანდელ ხელისუფლებას ერთი ადამიანიც კი არ ჰყავს. “ჩემი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამები გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებით აგრესიის გაგრძელებაა. უნდათ, რომ მარგველაშვილი დაისაჯოს. მიუხედავად იმისა, რომ “ქართულ ოცნებაში” ჩემთვის ყველა მიუღებელია, ცუდსა და უარესს შორის არჩევანის გაკეთება ნამდვილად შემიძლია. გიორგი მარგველაშვილი ამ გუნდში საუკეთესოა. ვინმემ დამისახელოს ვინ შეიძლება მას შევადარო ირაკლი სესიაშვილი, გია ვოლსკი თუ რომელი ერთი? განათლების დონით, კულტურით, დინჯი საუბარით, პოლიტიკური კულტურით თუ ვიზუალით მას “ქართულ ოცნებაში” ვერავინ შეედრება” – აცხადებს სევდია უგრეხელიძე. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა გიორგი მარგველაშვილის მიმართ პრეზიდენტის ჩაგვრაა და სხვა არაფერი. “არ ვთვლი, რომ მაგრველაშვილი ამოვარდნილია გუნდის მოქმედებებიდან. უბრალოდ, მოინდომეს მისი დაჩაგვრა და 2 ოთახშო ჩაკეტვა. მარგველაშვილი იმიტომ არ მოსწონთ, რომ ის ყველაფრით აღემატება ქართული ოცნების წევრებს” – ამბობს უგრეხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები