გიორგი კვირიკაშვილი ჩინური კორპორაცია Huawei-ის გენერალურ დირექტორს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილმა Huawei-ის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა. როგორც “კვირას„ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩინური კორპორაცია Huawei-ის გენერალურ დირექტორს გუო პინგს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ჩინური კორპორაცია Huawei-ის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე საქართველოში და იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებასაც ჩინელები სამომავლოდ გეგმავენ. სამინისტროს ინფორმაციით, ჩინური მხარისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ინფორმაცია საქართველოში მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრის შექმნის შესახებ. კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოში პირველად აშენდება მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი (ტექნოლოგიური პარკი), რომელიც შექმნის ერთიან ეკოსისტემას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და ხელს შეუწყობს ინოვაციური იდეების განვითარებას.
როგორც საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ტექნოლოგიური პარკი იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, რომ საქართველოში დაფუძნდეს საერთაშორისო მაღალტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლობები და მოზიდული იქნას უცხოური ინვესტიციები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები