„თავმოყვარე ერს არ უყვარს, პრეზიდენტს რომ ,,უჩმორებენ“
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს დაოჯახებას ულოცავს. როგორც ჟორჟოლიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, მას უხარია, რომ მარგველაშვილი ამერიკაში მიდის და ამას თავად განსაზღვრავს.
“ვულოცავ პრეზიდენტს დაქორწინებას. ლამაზი პირველი ლედი ეყოლება ქვეყანას. მიხარია, რომ მალე შვილიც ეყოლებათ და მიხარია, რომ ის ამერიკაში მიდის! იმიტომ რომ ამ ყველაფერმა დამანახა, რომ მას აქვს მისი ცხოვრება და თავად განსაზღვრავს მას. მერე რა, რომ მე ხმა არ მიმიცია. ის ჩემი პრეზიდენტიც არის და ის წარმოადგენს ქვეყანას, რომელიც ერთის თქმით კი ღარიბია, მაგრამ თავმოყვარეა! თავმოყვარე ერს კი არ უყვარს პრეზიდენტს რომ “უჩმორებენ”, ხოო და დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო, დილა მშვიდობისა ბატონო პრეზიდენტო”,- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ ხელი გუშინ, დუშეთში მოაწერეს.