„დავით ნარმანიამ გამრავლების ტაბულა არ იცის“

თბილისის მერის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე მერიის დაქვემდებარებაში არსებული შპს -ების შემოწმების თემას გამოეხმაურა. როგორც მან დღეს პორტალ „კვირა“-ს პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ქალაქის მერს და მერიის ბევრ ახალ თანამშრომელს დათვლასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვთ. „დავით ნარმანიამ არ იცის გამრავლების ტაბულა. მან ასევე არ იცის, რომ კვარტალში არის სამი თვე. ნარმანიას განცხადებით, თბილისის ბიუჯეტს დიდი თანხები იმის გამო დააკლდა, რომ საკერლამო კომპანიის კვარტალური გადასახადითვრამეტი ლარიდან 6 ლარამდე შემცირდა. დიახ, კვარტალში დაწესებული 18 ლარი თვეში 6 ლარი გახდა. 18 რომ 3 ზე გავყოთ 6 ;ლარია გამოდის, რაც როგორც ცანს, მან არ იცის. ეტყობა, არც ქაღალდებში ჩაიხედა და ვინც ეს ინფორმაცია მიაწოდა, მისი “პროფესიონალიზმიც” სახეზეა” – განაცხადა სევდია უგრეხელიძემ. სევდია უგრეხელიძე დავით ნარმანიას ტყუილშიც ადანაშაულებს. მისივე თქმით, “სითი პარკთან” დაკავშირებით ნარმანიამ იცრუა: “ნარმანიამ განაცხადა, რომ “სითი პარკმა” სხვა კომპანიას ტენდერში ერთი ლარით მოუგო, რაც დიდი ტყუილია. ტენდერში 2 %-იანი ბიჯი არსებობდა, რაც ერთი ლარი ვერანაიორად იქნებოდა. ვერ გეტყვით, ეს სისულელე ნარმანიას ვინ დაუწერა. რეალურად კი, ბიჯი 100 000 ფარგლებში იყო და მან არა ერთი, არამედ რამდენიმე ბიჯით მოიგო. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნარმანიას დათვლასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს”. უგრეხელიძემ ნარმანიას მოუწოდა, ორიენტაცია განათლებულ და კვალიფიციურ კადრებზე აიღოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები