ნიკოლოზ სამხარაძე: ევროკავშირი არ მუშაობს ასე, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის ბედს დაუკავშიროს რომელიმე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება
„ევროკავშირი არ მუშაობს ასე, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის ბედს დაუკავშიროს რომელიმე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება. რა თქმა უნდა [სააკაშვილს] ჰყავს ლობისტები, მაგრამ ლობისტები საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება იყოს მიღებული და კონკრეტულ პირობად იყოს ჩაწერილი, რომ დამნაშავე ადამიანი გამოუშვან ციხიდან”, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.
„ევროკავშირი არ მუშაობს ასე, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის ბედს დაუკავშიროს რომელიმე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება. რა თქმა უნდა [სააკაშვილს] ჰყავს ლობისტები, მაგრამ ლობისტები საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება იყოს მიღებული და კონკრეტულ პირობად იყოს ჩაწერილი, რომ დამნაშავე ადამიანი გამოუშვან ციხიდან. ევროკავშირში ძალიან კარგად იციან, რომ ეს ადამიანი არის დამნაშავე. მე ამას გამოვრიცხავ, მაგრამ რახან ჰიპოთეტურად ვსაუბრობთ, ასეთი გადაწყვეტილება პირდაპირ მიდის სამართლებრივი სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – განაცხადა სამხარაძემ.