ისრაელი არ დათანხმდება დროებით ზავს “ჰამასთან”, სანამ ისინი 240-ზე მეტ მძევალს არ გაათავისუფლებენ, – განაცხადა ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ამის შესახებ მან სატელევიზიო მიმართვის დროს თქვა.
”ისრაელი უარს ამბობს დროებით ზავზე, რომელიც არ მოიცავს ჩვენი მძევლების დაბრუნებას”, – თქვა მან.
მანამდე, ,,ჰამასმა,, გამოაცხადა, რომ მზად არის, ყველა მძევალი გაათავისუფლოს, ისრაელის ციხეებიდან პალესტინელების გამოშვების და “აგრესიის დასრულების” სანაცვლოდ.
ნეთანიაჰუს მიმართვა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდა, რომელიც თელ-ავივში უკვე მესამედ ჩავიდა. ამერიკელი დიპლომატის ვიზიტის მიზანი სწორედ ჰუმანიტარული ზავის მოწოდება იყო. ბლინკენმა ასევე მოუწოდა ისრაელს, მეტი გააკეთოს მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.