“ჰეზბოლას” ლიდერმა, ჰასან ნასრალამ არაბულ და მუსლიმანურ ქვეყნებს ღაზაში ერთობლივი ქმედებისკენ მოუწოდა, რათა მოხდეს “საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა”.
ამის შესახებ მან მიმართვაში თქვა, რომლის ტრანსლირებას Al Jazeera უზრუნველყოფს.
ნასრალამ აღნიშნა, რომ „მტერი ემუქრება ლიბანს – იმ დროს, როდესაც თვითონ განიცდის სირთულეებს ღაზაში”.
მან ასევე თქვა, რომ “ჰეზბოლა” კონფლიქტში 8 ოქტომბერს შევიდა და ისრაელ-ლიბანის საზღვარზე სროლებს “უპრეცედენტო” უწოდა.
ნასრალამ დაადასტურა “ჰეზბოლას” 57 მებრძოლის დაღუპვა და მიუთითა, რომ ორგანიზაციის ოპერაციები ყოველდღიურად აქტიურდება. მისი თქმით, ამ გზით ისინი აკავებენ ისრაელის არმიას საზღვართან.
როგორც მან აღნიშნა, ლიბანის მიმართულებით ყველა ვარიანტი ღია რჩება, “ჰეზბოლა” მზად არის ყველა “შესაძლებლობისთვის”.
რეგიონში ამერიკული სამხედრო ავიამზიდების განლაგების კომენტირებისას, ნასრალამ თქვა, რომ “ჰეზბოლას” მათი არ ეშინია და განაცხადა, რომ მზად არის ამერიკულ გემებზე თავდასხმისთვის.
ნასრალამ ურჩია შეერთებულ შტატებს, გაიხსენონ დამარცხებები ლიბანსა და ავღანეთში.