WSJ: “ვაგნერი” “ჰეზბოლასთვის”  საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემას გეგმავს

აშშ-ში არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსული “ვაგნერი” “ჰეზბოლასთვის” საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემისთვის ემზადება.

ამის შესახებ The Wall Street Journal-ი აშშ-ში წყაროებზე დაყრდნობით წერს.

არსებული ინფორმაციით, “ვაგნერი” გეგმავს, “ჰეზბოლას” Pantsir-S1 სისტემა მიაწოდოს. გადაცემა იგეგმება სირიის გავლით.

ამასთან, წყაროს ცნობით, აშშ-ს ჯერ არ დაუდასტურებია, რომ სისტემა გაიგზავნა. მაგრამ ამერიკელი ოფიციალური პირები “ვაგნერის ჯგუფსა” და “ჰეზბოლას” შორის მოლაპარაკებებს აკვირდებიან.

აღინიშნება, რომ პოტენციური მიწოდება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

როგორც თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ედრიენ უოტსონმა თქვა, „უოლ სტრიტ ჯორნალის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია შემაშფოთებელია. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთმა არ დაგმო ჰამასის საზარელი ტერორისტული თავდასხმები ისრაელზე და ახლახან მათ ჰამასის წარმომადგენლებს მოსკოვში უმასპინძლეს. ეს ხდება იმ დროს, როდესაც რუსეთი უკრაინაში თავის სისასტიკეს აგრძელებს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები