ღაზას სექტორში ბოლო 24 საათში 166 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათგან 66 ბავშვია.
ამის შესახებ ,,ჰამასის,, დაქვემდებარებულ ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
აღნიშნულია, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ დაღუპულთა რიცხვი 9227-მდე გაიზარდა, წინა დღით 9061 გარდაცვლილი იყო.
მათგან 3826 ბავშვია, 2 ნოემბერს 3760 დაღუპული იყო.
7 ოქტომბერს ისრაელზე ,,ჰამასის,, თავდასხმას 1400 ადამიანი ემსხვერპლა, 242 პირი დაჯგუფების ტყვეობაში იმყოფება.