ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტი 28 მილიარდ 500 მილიონი ლარი იქნება, შედარებისთვის, 2012 წელს ბიუჯეტი იყო თითქმის 9 მილიარდამდე და 11 წელიწადში თითქმის 20 მილიარდიანი ზრდა გვაქვს

2024 წლის ბიუჯეტი 28 მილიარდ 500 მილიონი ლარი იქნება, შედარებისთვის, 2012 წელს ბიუჯეტი იყო თითქმის 9 მილიარდამდე და 11 წელიწადში თითქმის 20 მილიარდიანი ზრდა გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმინისტრმა აღნიშნა, 11 წელიწადში მთავრობის მუშაობის შედეგად შთამბეჭდავი შედეგებია სახეზე.

„ჯამურად, მეგობრებო, ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი გაიზრდება 700 მილიონით, როგორც მოგახსენეთ და მთლიანი ნაერთი ბიუჯეტი შეადგენს უკვე 28 მილიარდ 500 მილიონ ლარს. 28 მილიარდ 500 მილიონი ლარი იქნება 2024 წლის ბიუჯეტი. შედარებისთვის, მინდა გითხრათ, რომ 2012 წელს ბიუჯეტი იყო თითქმის 9 მილიარდამდე, დაახლოებით, რვა და რაღაც, თუ არ ვცდები, ანუ თითქმის 20 მილიარდიანი ზრდა გვაქვს 11 წელიწადში. აი ეს საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგი გვაქვს ჩვენი გუნდის მუშაობის”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები