ისრაელის თავდაცვის ძალებსა და უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ, ერთობლივი ოპერაციის შედეგად, “ჰამასის” ერთი-ერთი მეთაურია დაღუპული.
IDF-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მებრძოლები მოქმედებდნენ „ზუსტი დაზვერვით” და მოკლეს “საბრა თელ ალ-ჰავას” ბატალიონის მეთაური – მუსტაფა დალული.
აღნიშნულია, რომ დალული “IDF-ის ჯარების წინააღმდეგ ბრძოლის მართვაში ლიდერობდა. ბოლო წლებში მას ღაზაში მდებარე, “ჰამასის” ბატალიონსა და ბრიგადაში რამდენიმე თანამდებობა ეკავა”.
გარდა ამისა, ინფორმაციაში ნათქვამია, რომ IDF-ის გამანადგურებლებმა და არტილერიამ, სახმელეთო ძალების მეთაურობით, “რამდენიმე ტერორისტი მოკლეს” და ბეით- ჰანუნის მიდამოში იარაღი აღმოაჩინეს.
„ჯარებმა იპოვეს იარაღი – სადაზვერვო მასალები, AK-47 ავტომატები, ტყვიამრქვევები, მჭიდები, ყუმბარები, ასაფეთქებელი მოწყობილობები, ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები, საკომუნიკაციო აღჭურვილობა და რუკები“, – ნათქვამია განცხადებაში.